- ხსნის არმია
- ეს მოძრაობა ინგლისელი მეთოდისტების წრეში წარმოიშვა. დამაარსებელია მეთოდისტი მქადაგებელი უილიამ ბუთი, რომელიც დაუპირისპირდა თავისი ეკლესიის წესებს - დაფუძნებულს ანგლიკანურ ტრადიციებზე, მაგრამ სამაგიეროდ ახალი და მკაცრად უნიფიცირებული წესები შემოიღო. უ. ბუთიმ 1861 წელს ინგლისში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია - ,,მოძრაობა საზოგადოების აღორძინებისათვის’’, რომელსაც შემდეგ ,,ქრისტიანული მისია’’ ეწოდა, 1878 წლიდან - ,,ხსნის არმია’’. ამ სახელწოდების ეკლესიები მალე ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში გაფორმდა. შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ცენტრი ვაშინგტონია.Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.